ლევან კობიაშვილი: ჩემთვის წარმოუდგენელია, კახა ცხადაძე იყოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

news
: news იანვარი 23, 2016 15:00

ლევან კობიაშვილი: ჩემთვის წარმოუდგენელია, კახა ცხადაძე იყოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, მისთვის წარმოუდგენელია, რომ კახა ცხადაძემ შეინარჩუნოს პოსტი.

“ის რაც კახამ წამოიწყო ჩემთვის მიუღებელია. დაახლოებით თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ჩემსა და ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს შორის შედგა სამი შეხვედრა, სადაც პირდაპირ ვუთხარი კახას, რომ მას აბსოლიტური მხარდაჭერა ჰქონდა ჩემი მხრიდან.

სამწუხაროდ ყველა შეხვედრაზე იყო კატეგოირული უარი. დღევანდელი დაპირისპირება და დაძაბულობა მხოლოდ და მხოლოდ კახა ცხადაძის დამსახურებაა.

ბოლო შეხვედრის შემდეგ ჩემსა და მას შორის ყველანაირი კავშირი გაწყდა. ცხადაძე არ პასუხობდა ჩემს ზარებსა და შეტყობინებებს.

სამწუხაროდ ჩემთვის წარმოუდგენელია რომ კახა ცხადაძე იყოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ამიტომ მე მოვიწვევ აღმასკომს სადაც კახა ცხადაძის გათავისუფლების საკითხს შევითან”- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ხეჩიკაშვილი მასსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის დაძაბულობის შექმნის მიზეზად დაასახელა. მისი თქმით ტარიელ ხეჩიკაშვილს მისი ნაკრებიდან გაშვება უნდა.რადგან მინისტრი მის შემცვლელად ერთ-ერთ პიროვნებას ლობირებს. ცხადაძის განცხადებით ხეჩიკაშვილი არ აპირებს ფეხბურთს ხელფასების კუთხით დაეხმაროს.

news
: news იანვარი 23, 2016 15:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics