ლევან ხაბეიშვილი – არც ერთი წამით არ ვყოფილვარ დაკავებული

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 11, 2018 18:50

ლევან ხაბეიშვილი – არც ერთი წამით არ ვყოფილვარ დაკავებული

მნიშვნელოვანი

  • „არც ერთი წამით არ ვყოფილვარ დაკავებული. ნიკა მელია დააკავეს. ფეხებში და ქეჩოში მოკიდეს ხელი და მიათრევდნენ, თუმცა შსს-მ თქვა რომ არ დაუკავებია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა და აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია სად იმყოფება ახლა ნიკა მელია.

სხვა სტატიები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იმყოფება.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნიკა მელია არ დაუკავებიათ, თუმცა, მისივე თქმით, ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომ მელია ავტომობილში ჩასვეს და წაიყვანეს.

„მელია არ დაგვიკავებიაო და ათობით კამერამ გადაიღო, რომ ამ ადამიანს მიათრევდნენ და ჩატენეს მანქანაში. ხაბეიშვილი დავაკავეთო და აგერ ვარ. არც ერთი წუთით ამ ტერიტორიიდან არ გავსულვარ. სავარაუდოდ, შსს-მ წაიკითხა სია, რომელიც მას გადასცეს, ვინც უნდა დაეკავებინათ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, გაუგებარია ვინ მიაწოდა აღნიშნული სია კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს, მამუკა ჭელიძეს, რომელმაც ცოტა ხსნის ბრიფინგი გამართა.

„მოყვა ხაბეიშვილი დავაკავეთო. საიდან და ვინ დაუწერა, რომ ხაბეიშვილი იყო იმ სიაში, მართლა ვერ გავარკვიე. ხალხო თუ ასე მუშაობს და ასე აპირებს საქმეების გამოძიებას, რა თქმა უნდა, ბოლოში ვერასდროს გავლენ. შსს-ში ბრიყვები რომ არიან, დადასტურდა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ის დაკავებული არ ყოფილა.

„არც ერთი წამით არ ვყოფილვარ დაკავებული. ნიკა მელია დააკავეს. ფეხებში და ქეჩოში მოკიდეს ხელი და მიათრევდნენ, თუმცა შსს-მ თქვა რომ არ დაუკავებია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა და აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია სად იმყოფება ახლა ნიკა მელია.

მისი თქმით, მელია დააკავეს და შემდეგ გაუშვეს.

შსს-ს კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ცოტა ხსნის წინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე დაკავებულთა შორის არიან საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი. ამასთან, მისი თქმით, ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, პოლიციამ ადგილზე აღკვეთა მელიას სამართალდარღვევა და ის თავისუფალია.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 11, 2018 18:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics