ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

რუსთაველის გამზირზე დაკავებულ ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. გადაწყვეტილების გამოცხადებას თავად დაკავებულები არ დასწრებიან, რადგან მათ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით რუსთაველის გამზირზე 4 პირი დააკავა, მათ შორის იყო ზვიად კუპრავა.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ 11 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 4 პირი: 1983 წელს დაბადებული ლ.ც.; 1983 წელს დაბადებული ზ.კ.; 1995 წელს დაბადებული დ.ჭ. და 1993 წელს დაბადებული ნ.გ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის თავისუფლება იქნეს უზრუნველყოფილი. ამავე დროს სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დაცული იქნეს კანონი, არ შეილახოს მოქალაქეების უფლებები და საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგს“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ასე მომიტაცეს და სად მივყავარ არ ვიცი”-რუსთაველის გამზირიდან ირაკლი ნადირაძე რამდენიმე პოლიციელმა გაიყვანა
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი – არც ერთი წამით არ ვყოფილვარ დაკავებული