ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება საპატრიარქოზე

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია აცხადებს, რომ საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე პროცესები დამშვიდდება და საპატრიარქო გაერთიანდება. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის პროგრამა „ნანუკას შოუში“ მან აღნიშნა, რომ საპატრიარქოს და პატრიარქს კოსმოსი იცავს. ლელა კაკულიამ მომავალი პატრიარქის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, იგი „სასულიერო პირია, ძლიერი პიროვნებაა. ძლიერი, დადებითი, პოზიტიური ენერგიის მატარებელია, ძალიან განათლებული“.
ლელა კაკულიამ, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა საშინაო პოლიტიკის საკითხებზეც. კერძოდ, მან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სამშობლოში დაბრუნება უწინასწარმეტყველა პოლიტიკოსის რანგში.

https://youtu.be/P4HmgLLpQkM

banner
წინა სტატიაშიდიღომში 53 წლის კაცი მოკლეს
შემდეგი სტატიაპრემიერი: ევროპარლამენტარებისთვის საპასუხო წერილი მოვამზადეთ