დიღომში 53 წლის კაცი მოკლეს

ცოტა ხნის წინ სროლა იყო დიდ დიღომში. “ქრონიკის ინფორმაციით, 53 წლის კაცი დაჭრეს. შემთხვევა დიმიტრი თავდადებულის 22-ში, კორპუსთან მოხდა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაჭრილი კლინიკა “ლანცეტში” გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს მეზობელ კორპუსში მცხოვრებ მამაკაცთან კონფლიქტი ჰქონდა. როგორც მათთვისაა ცნობილი, მას საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დახვდნენ და ესროლეს.

კლინიკა “ლანცეტის” მორიგე ექიმის, ოვიკ მათევოსიანის განცხადებით, დიღომში დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში დაახლოებით 19:05 საათზე შემოიყვანეს. მას დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული და რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა, გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილ კაცს ცეცხლსასროლი იარაღით 8 ჭრილობა მუცლის ქვედა ნაწილსა და ბარძაყის არეში აქვს მიყენებული.

banner
წინა სტატიაშიირაკლი მამალაძემ დავალება ორიანზე შეასრულა
შემდეგი სტატიალელა კაკულიას წინასწარმეტყველება საპატრიარქოზე