“ლეიბორისტებმა” ხმების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

“ლეიბორისტულმა პარტიამ” თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ისინი ისნის 38-ე უბანზე ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვენ. პარტიაში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ისნის 38-ე უბნიდან მათი პარტიის დამკვირვებელი უსაფუძვლოდ გამოაძევეს, ვინაიდან წარმომადგენელმა ხმის გაყალბების ფაქტი დააფიქსირა.

“ვფიქრობ, რომ უკანონოდ დამატოვებინეს ტერიტორია, მთელი დღის განმავლბაში ხდებოდა ხმების გაყალაბება. ჩემთან პიროვნება მოვიდა, რომელსაც “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ვეგონე, და მითხრა, ჩემი ძმის პირადობაა უბანზე და გთხოვ გამომიტანეო, მისი ძმა როსტოვში იმყოფება. მე ეს გავაპროტესტე და დამატოვებინეს უბანი”- განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” დამკვირვებელმა შორენა გუგავამ.

სასამართლოში იმყოფება პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ ხმების უპრეცედენტო გაყალბება მოახდინა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის სპეციალური ჯგუფი გაიხსნა
შემდეგი სტატიაბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას ყაზახეთის პრეზიდენტიც დაესწრება