ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას ყაზახეთის პრეზიდენტიც დაესწრება

30 ოქტომბერს ბაქოში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის ცერემონია გაიმართება ახალი სატრანსპორტო კორიდორის გახსნაში, რომელიც ერთმანეთთან აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს აკავშირებს მონაწილეობას მიიღებენ ილჰამ ალიევი , ერდოღანი, გიორგი კვირიკაშვილი და ყაზახეთის პრეზიდენტი ნაზარბაევი.
საქართველოს ,თურქეთისა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი პროექტის რეაზლიზება 2008 წელს დაიწყო, პროექტის ფარგლებში ყარსსა და ახალქალაქს შორის სარკინიგზო მაგისტრალი შენდება, მაგისტრალის საერთო სიგრძე 826 კილომეტრია, რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ ვარაუდობენ,რომ რკინიგზა მილიონ მგზავრს გადაიყვანს.
და ასევე 6.5 მილიონ ტონა ტვირთს გადაიტანს.
მეორე ეტაპზე კი ტვირთბრუნვამ შესაძლოა 17 მილიონი შეადგინონ, მგზავრთა რაოდენობა, კი 2 მილიონი.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ,რომ რკინიგზის ამოქმედების სემდეგ შექმნილი იქნება ახალი სარკინიგზო მაგისტრალი,რომელიც ერთმანეთს ევროპასა და აზიას დააკავშირებს.

banner
წინა სტატიაში“ლეიბორისტებმა” ხმების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
შემდეგი სტატიაივანიშვილი სასმართლოზე არ მივა -„ლეიბორისტების“ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა