ზუგდიდში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის სპეციალური ჯგუფი გაიხსნა

ზუგდიდის №15 საბავშვო ბაღში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის სპეციალური ჯგუფი გაიხსნა. ზუგდიდი პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც თბილისის შემდეგ მსგავსი სახის პროექტის განხორციელება დაიწყო. სპეცჯგუფი აუტისტური სპექტრის მქონე 8 აღსაზრდელზეა გათვლილი, თუმცა, ამ დროისთვის მათი რაოდენობა 4-ია. ბავშვებთან ის მასწავლებლები იმუშავებენ, რომლებმაც ტრენინგები გაიარეს.

დღევანდელ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, ჩეხეთის საელჩოსა და უშუალოდ პროექტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის უწყება საყოველთაო დაზღვევაზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
შემდეგი სტატია“ლეიბორისტებმა” ხმების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს