Le Figaro ანკარას მიერ სირიაში ოპერაციის დაწყების მზაობაზე წერს

turqetiთურქეთი მზად არის სირიაში საჰაერო ოპერაცია დაიწყოს – ეს ერთადერთი საშუალებაა ქვეყანაში სამოქალაქო ომი აიცილოს თავიდან, წერს გაზეთი Le Figaro დღეს, 16 თებერვალს, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
ანკარა სირიაში სახმელეთო ოპერაციისათვისაც არის მზად, თუკი მას მოკავშირეები დაუჭერენ მხარს, დამოუკიდებლად ანკარა არ აპირებს სახმელეთო ოპერაციის დაწყებას – განაცხადა გამოცემის წყარომ.
რამდნეიმე დღის წინ, თურქეთის მძიმე არტილერიამ სირიელ ქურთებს და სირიის სახელმწიფო არმიას ცეცხლი გაუხსნა. გარდა ამისა, სირიის ხელისუფლების მონაცემებით, ორი დღის წინ თურქეთიდან სირიაში პიკაპის ტიპის იარაღით დატვირთული 12 მანქანა და 100 სამხედრო შევიდა, რასაც თვითონ თურქეთი უარყოფს.
სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშილაშა აბაშიძე დედაქალაქის მერად მისი კანდიდატურის განხილვას არ ადასტურებს
შემდეგი სტატიადღეს ბრიუსელში “ისლამური სახელმწიფოს” ათი პროპაგანდისტი დააკავეს