ლაშა აბაშიძე დედაქალაქის მერად მისი კანდიდატურის განხილვას არ ადასტურებს

თბილისის მერის მოადგილე ლაშა აბაშიძე უარყოფს ინფორმაციას მერიაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე. მისი განცხადებით, მერის გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა და ამ თანამდებობაზე არც მისი კანდიდატურა განიხილება.

ლაშა აბაშიძის თქმით, მერიაში შესაძლოა ცვლილებები განხორციელდეს, თუმცა ამას მასშტაბური ხასიათი არ ექნება.

„მერიაში გარკვეული ცვლილებები, ბუნებრივია, არის და იქნება იმიტომ, რომ ეს არის საკმაოდ დიდი ორგანიზაცია. მითუმეტეს, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები და ამ გამოწვევებს სჭირდება სათანადო პასუხები. შესაბამისად, საკადრო ცვლილებების საჭიროება არის ბუნებრივია, მაგრამ ისეთი, რომ მასიური საკადრო ცვლილებები იყოს – არა. მაგრამ, მენეჯმენტის გაუმჯობესება და ეფექტიანობის გაზრდა მიზანშეწონილია,“ – განმარტა ლაშა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება
შემდეგი სტატიაLe Figaro ანკარას მიერ სირიაში ოპერაციის დაწყების მზაობაზე წერს