დღეს ბრიუსელში “ისლამური სახელმწიფოს” ათი პროპაგანდისტი დააკავეს

დღეს ბრიუსელში

ბელგიის დედაქალაქში დაკავებულია ათი ადამიანი, რომლებიც “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდაში არიან ბრალდებული. დაკავებები პარიზის ტერაქტებთან არის დაკავშირებული, რომელიც გასული წლის ნოემბერში მოხდა – წერს გამოცემა la Libre Belgique.
ჩხრეკები და დაკავებები ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა, რომლის ორდერი ქალაქ ლიოჟის სასამართლომ გასცა.
დაკავებულებს ჩამოერთვათ მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და მეხსიერების ბარათები, რომელსაც გამოძიება შეისწავლის.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ტერაქტის შემდეგ ბელგიის პოლიციამ ათობით რეიდი ჩაატარა.

banner
წინა სტატიაშიLe Figaro ანკარას მიერ სირიაში ოპერაციის დაწყების მზაობაზე წერს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: დამწყები ბიზნესისთვის სპეციალური დაფინანსების მექანიზმი აპრილ-მაისში ამოქმედდება