ლაგოდეხში 24 წლის მამაკაცი გაურკვეველ ვითარებაში, სავარაუდოდ დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.
მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევის დროს მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა.
“ბიჭი საკუთარ სახლში მარტო იყო, ოჯახის წევრები რომ დაბრუნდნენ სამუშაოდან და ყვირილი ატეხეს ჩვენც მაშინ გავიგეთ ამ უბედურების შესახებ. მაშინვე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოვიძახეთ და საავადმყოფოში გადავიყვანეთ, მაგრამ ადგილზე მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. რა მოხდა მეტი არაფერი ვიცით. მშვიდი ადამიანი იყო და როგორც ჩვენ ვიცით, არც თვითმკვლელობის მიზეზი ჰქონდა”, – აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და მოკვლევას კახეთის პოლიციის სამმართველო აწარმოებს