სტამბოლში ბიზნეს-ცენტრი დაიწვა

სტამბოლში ბიზნეს-ცენტრი დაიწვა. ხანძარი შენობაში დღის პირველ ნახევარში იმ დროს გაჩნდა, როდესაც მრავალსართულიან შენობაში ასამდე ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა მათი ევაკუაცია დროულად მოახდინეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი სამშენებლო მასალების მაღაზიაში გაჩნდა და მალევე სხვა სართულებზეც გავრცელდა.

ხანძრის ლოკალიზებისთვის მეხანძრეებს რამდენიმე საათი დასჭირდათ. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხში 24 წლის მამაკაცი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას პოლიტოლოგიაში ნამდვილად სჭირდება გაკვეთილი”