ენმ სიღნაღის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრების წინასწარ შერჩევაზე საუბრობს

ნაციონალური მოძრაობა სიღნაღის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრების წინასწარ შერჩევაზე საუბრობს.

ამასთან დაკავშირებით ნაციონალურმა მოძრაობამ საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

„სიღნაღის რაიონში დღეს საოლქოს წევრებს ირჩევენ, თუმცა პროცედურა ფასადურია, რადგან კანდიდატურები წინასწარაა შერჩეული. თანდართულ ფოტოში მონიშნულები არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც დღეს, 17:00 საათზე, სიღნაღის რაიონის საოლქოს წევრებად უნდა “აირჩიონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტიის ინფორმაციით, საოლქო კომისიის წევრებს შორის, რომელსაც დღეს აირჩევენ, არიან: ნელი ფოლადაშვილი, ოლღა ოქრუაშვილი, ლალი სპანდერაშვილი, მალხაზ ბარნაბიშვილი, ნელი შალვაშვილი, ნანა ივანიძე, ვანო აბრამიშვილი, ლაურა ღვინიაშვილი, ლაშა მაზიაშვილი, მარინა ჩახვაშვილი, ნოდარ მჭედლიშვილი, ნოდარ კანჭურიშვილი და ნანა მოსაშვილი.

banner
წინა სტატიაშივლადიმირ პუტინმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი ლივანოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა
შემდეგი სტატიალაგოდეხში 24 წლის მამაკაცი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა