,,კომპანია, რომელიც „ცენტრ პოინტს“ შეისყიდის, დაზარალებულების წინაშე ყველა ვალდებულებას აიღებს”

გუკა რჩეულიშვილის განცხადებით, სამშენებლო კომპანია “ცენტრ პოინტის” გაყიდვის საქმეზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა რომელი კომპანიებია შესყიდვით დაინტერესებული, ამ ეტაპზე რჩეულიშვილი არ აკონკრეტებს.\“წინა განცხადება აგვისტოს ბოლოს გავაკეთე. მას შემდეგ, რეალურად, სურათი არ შეცვლილა – მოლაპარაკება მთლიანად კომპანიის გაყიდვაზე მიმდინარეობს. ჩვენთვის და ამ მომენტში ჩართული ყველა მხარისთვის მთავარია, რომ ვალდებულებები დასრულდეს. თუ რომელი კომპანიაა დაინტერესებული, ამაზე ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ ამ საკითხზე თუ უნდათ თვითონ კომპანიებმა ისაუბრონ. ჩემი მხრიდან არასწორი გამოდის საუბარი. შესყიდვით საკმაოდ დიდი ჯგუფებია დაინტერესებული. ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ პირადად ჩემი რაც არის გასაკეთებელი, ყველაფერი გავაკეთეთ. ახლა უბრალოდ ველოდებით საბოლოო პასუხს იმ ხალხისგან, რომელიც შესყიდვით არის დაინტერესებული”, – განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქართველი პარლამენტარები პორტუგალიის ნარკოპოლიტიკის სისტემას გაეცნენ
შემდეგი სტატიასამხედრო მოსამსახურეები სტიქიასთან ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისთვის ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ