ქართველი პარლამენტარები პორტუგალიის ნარკოპოლიტიკის სისტემას გაეცნენ

ზიანის შემცირების პროგრამებისა და ნარკოპოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, პორტუგალიაში ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ორგანიზატორი იყო “ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელი” და „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო“. ამის შესახებ ,,თაიმერს” პარლამენტიდან აცნობეს.

პორტუგალიის საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე, ქართველმა პარლამენტარებმა პორტუგალიის პარლამენტის წევრებთან ნარკოპოლიტიკის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებთან ურთიერთკავშირზე იმსჯელეს.

ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულ შეხვედრებზე განხილული საკითხები შეეხებოდა:

· პორტუგალიაში არსებულ ნარკოვითარებას, ნარკოტიკების კონტროლსა და მოხმარებას;
· აივის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის ვირუსის დიაგნოზირებას, მკურნალობასა და პრევენციასთან დაკავშირებით არსებული ზოგადი სისტემის განხილვას;
· ზიანის შემცირების პროგრამებს;
· პორტუგალიის ნარკოპოლიტიკის სისტემის იურიდიულ საფუძვლებს;
· ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შემცირებას;
· ადიქციური ქცევის პრევენციას;
· ნარკოტესტირებას.

დელეგაციის წევრები “გადარწმუნების კომისიის” წევრებთან შეხვედრაზე კომისიის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ.

გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „პორტუგალიის ნარკოპოლიტიკის სისტემის მთავარი მიღწევები და გამომწვევები, რაც შეიძლება საქართველომ საპარლამენტო მოსმენებისას გაითვალისწინოს“.

საქართველოს დელეგაციის პორტუგალიაში ვიზიტი დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატია,,კომპანია, რომელიც „ცენტრ პოინტს“ შეისყიდის, დაზარალებულების წინაშე ყველა ვალდებულებას აიღებს”