სამხედრო მოსამსახურეები სტიქიასთან ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისთვის ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ბორჯომისა და ატენისხეობაში ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილესამხედრო და სამოქალაქო პირების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით ხანძრის ლოკალიზება-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირებსშესაბამისი უწყებრივი მედლები, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღები, ფასიანისაჩუქრები და ფულადი პრემია გადაეცათ. ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში მონაწილე ყველა სამხედრომოსამსახურე 625 ლარის ოდენობის ფულადი პრემიით დაჯილდოვდა, ჯამში 1374ჯარისკაცი. 100 სამხედრო მოსამსახურეს მედალი „სტიქიასთან ბრძოლაშიმამაცობისთვის“ გადაეცა, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღით 107 სამხედრო დასამოქალაქო პირი დაჯილდოვდა, 957 სამხედრო და 7 სამოქალაქო პირსმადლობა გამოუცხადეს, საპატიო სიგელით 228 სამხედრო მოსამსახურედაჯილდოვდა და მადლობის სიგელი 42 სამოქალაქო პირს გადაეცა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებსგაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომთითოეულმა ჯარისკაცმა, გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-მაიორვლადიმერ ჩაჩიბაიას მეთაურობით სტიქიასთან ბრძოლის საქმეში სამაგალითოთავდადება გამოიჩინა. თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის უფროსს,გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას უწყებრივი მედალი „დიდგორი“ გადასცა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთსარდლობის სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად ლოგისტიკის, ავიაციისა დასაჰაერო თავდაცვის, სარდლობები ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრისლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში 23 აგვისტოს ჩაერთვნენ. ატენის ხეობაშიხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებებისაქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ბორჯომის ხეობაში განაგრძეს.სტიქიასთან ბრძოლის პროცესში ჯარისკაცებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს90 ერთეულზე მეტი სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სპეციალური დანიშნულებისტექნიკაც მონაწილეობდა

banner
წინა სტატიაში,,კომპანია, რომელიც „ცენტრ პოინტს“ შეისყიდის, დაზარალებულების წინაშე ყველა ვალდებულებას აიღებს”
შემდეგი სტატიაშავნაბადას მამათა მონასტერის კელია დაიწვა – ფოტოები შემთხვევის ადგილიდან