“კითხვის ნიშნის დასმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების კონტექსტში არის დარტყმა საქართველოს ევროპულ მომავალზე” – მიშველაძე

“დღეს, როდესაც ასე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს, ნებისმიერი კითხვის ნიშნის დასმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების კონტექსტში, არის დარტყმა საქართველოს ევროპულ მომავალზე”- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე:

“საქართველოს ევროპული გზა და ევროპული მომავალი შეუქცევადია. საქართველომ დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი ევროპულ სტანდარტსა და რუსულ სტანდარტს შორის.
1999 წელს ჩვენ უპირობოდ შევუერთდით ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას, რითიც განვაცხადეთ, რომ ვიზიარებთ და მზად ვართ დავიცვათ ევროპული ფასეულობები. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვაღიარეთ ევროსასამართლოს უზენაესობა და ავიღეთ ვალდებულება კონვენციის ყველა მუხლის შესრულებაზე.
დღეს, როდესაც ასე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს, ნებისმიერი კითხვის ნიშნის დასმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების კონტექსტში, არის დარტყმა საქართველოს ევროპულ მომავალზე. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე არასდროს, არც ერთ მთავრობას არ დაუყენებია ეჭვქვეშ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება. შესაბამისად, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველო დაიცავს ნაკისრ ვალდებულებებს, არ გადაუხვევს ევროპული გზიდან და არ იტყვის უარს ევროინტეგრაციაზე”, – განაცხადა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიმკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ ვაკჰანალიაში – ეკა მიშველაძე
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ხვალ “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებს შეხვდება