მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ ვაკჰანალიაში – ეკა მიშველაძე

ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტი

ბათუმში მომხდარ არეულობას გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერი ბრიფინგზე გამოეხმაურა. ეკა მიშველაძის თქმით, მომხდარზე საჭიროა დროული რეაგირება. პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, არეულობის მონაწილეები მკაცრად უნდა დაისაჯონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ როგორც კი ის სცდება გარკვეულ საზღვრებს, მაშინვე საჭიროა ძალიან დროული და სწორი რეაგირება შესაბამისად და ასევე ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ ვაკჰანალიაში, რაც იმ ღამეს ბათუმში განვითარდა. სიტუაციას სჭირდება კარგი ანალიზი,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგადასახადო კლიმატის გაუჯობესების მიზნით, ინიციატივებით გამოდის
შემდეგი სტატია“კითხვის ნიშნის დასმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების კონტექსტში არის დარტყმა საქართველოს ევროპულ მომავალზე” – მიშველაძე