პრეზიდენტი ხვალ “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებს შეხვდება

ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციურ ფრაქციებთან კონსულტაციები იწყება. ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს უფლების გამოყენებას ელოდება. გიორგი მარგველაშვილს ამ გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 21 მარტამდე აქვს.

შეხვედრის დაწყებამდე მიმდინარე კონსულტაციებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პრეზიდენტის პრესსპიკერმა. ეკა მიშველაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსულტაციებში მონაწილეობა ოპოზიციის მსგავსად საპარლამენტო უმრავლესობასაც შესთავაზა, თუმცა მმართველი გუნდისგან დადებითი გამოხმაურება ვერ მიიღო.

„შევთავაზეთ უმრავლესობას და ასევე უმცირესობის წარმომადგენლებს კონსულტაციების გამართვა, თუმცა დადებითი გამოხმაურება ამ ეტაპისთვის მივიღეთ მხოლოდ ოპოზიციური პარტიებისგან . დღეს გაიმართება კონსულტაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებთან, ხვალ კი უკვე შედგება შეხვედრა პატრიოტთა ალიანსთან.
პრეზიდენტი მოისმენს მათ შეხედულებებს, გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს და შემდეგ უკვე გადაწყვეტილება გახდება ცნობილი კანონით დადგენილ ვადაში,“-განაცხადა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაში“კითხვის ნიშნის დასმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების კონტექსტში არის დარტყმა საქართველოს ევროპულ მომავალზე” – მიშველაძე
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი : ბათუმის მოვლენებში „ნაცმოძრაობის“ აქტივობა საკმარისია პოლიტიკური სურათის შესაქმნელად, თუმცა სამართლებრივ ბრალდებამდე საქმე არ მიდის