ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ რჩება ხანძრის გავრცელების საშიშროება

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში, ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ რჩება ხანძრის გავრცელების საშიშროება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბორჯომის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 1500-მდე ცოცხალი ძალაა ჩართული. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის წევრებთან და მინისტრებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა.

„დილიდან მუშაობა განაახლა 6-მა ვერტმფრენმა. მაშველი-მეხანძრეები, მეტყევეები, პოლიციელები, მუშაობას 24-საათიანი რეჟიმით აგრძელებენ.

ცოცხალი ძალის მიერ გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, დღეის მდგომარეობით, ორი ქართული, ერთი აზერბაიჯანული, ერთი ბელარუსული და ორი თურქული ვერტმფრენი, ასევე ერთი თურქული თვითმფრინავი მონაწილეობს.

ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდგომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო ტერიტორიას შესწავლის, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება განსახორციელებელი ღონისძიებები“, – აღნიშნულია გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ
შემდეგი სტატიადახმარების მზადყოფნა გამოთქვეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ისრაელმა, საბერძნეთმა, უკრაინამ, ბულგარეთმა და ირანმა