ზუგდიდში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან საპროტესტო აქცია იმართება. გარემოვაჭრეები, რომლებიც ტერიტორიიდან ადგილობრივმა ზედამხედველობის სამსახურმა გუშინ გაიყვანა, მომხდარს აპროტესტებენ.

გარემოვაჭრეებმა უკვე გადაინაცვლეს ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციასთან. მათ ადგილობრივ მერიას პასუხის მისაღებად 20 წუთი მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.

აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ სავაჭროდ გამზადებული საქონელი უფუჭდებათ და დიდ ფინანსურ ზარალს ღებულობენ. ისინი იმავე ტერიტორიის ახლოს, დროებით ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ, რაზეც მერია უარს აცხადებს და განმარტავს, რომ გარევაჭრობა აკრძალულია და ისინი ბაზარში უნდა შევიდნენ.

შეგახსენებთ, რომ გარემოვაჭრეები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გუშინ ღამით გაიყვანა ტერიტორიიდან, რასაც ხმაური მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიურეკსა და შეკვეთილში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დღეს გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიახანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ რჩება ხანძრის გავრცელების საშიშროება