ქიბარ ხალვაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმიანება:
“ბატონო პრეზიდენტო,
რატომ ხმარობ სიტყვა გაჩერებას? რატომ თვლი თუ მიშა არ არის პატრონი რუსთავი 2ის, ესე იგი ის გაჩერებულია. სიტყვა სწორედ ვერ შეარჩიეთ თუ ასეთი ინტერპრეტაცია თქვენთვის რაიმე დივიდენდის მომტანია?” – წერს ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში.
“რუსთავი 2″-ის გაჩერებით ძალიან დიდ დარტყმას მივაყენებთ ქართულ დემოკრატიას” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილთან ტელეკომპანია “იმედთან”.