„საკონსტიტუციო კომისია გადაიქცა სადამსჯელო იარაღად მათთვის არასასურველი პრეზიდენტის მიმართ“ – ფიქრია ჩიხრაძე

გიორგი მარგველაშვილის მიმართ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას პრეზიდენტის ინსტიტუტზე შტურმად მიიჩნევს ფიქრია ჩიხრაძე. პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომისია სადამსჯელო იარაღად გადაიქცა:

“თან კომიკურია და თან ტრაგიკული, როდესაც საკონსტიტუციო კომისია გადაიქცა სადამსჯელო იარაღად მათთვის არასასურველი და მათ გემოვნებაში არ ჩამჯდარი პრეზიდენტის მიმართ. სხვადასხვა ეტაპზე ჩვენ გვინახავს ასეთი თავდასხმების ტალღები. არც მომავალში გამოვრიცხავთ ამგვარი შეტევების ალბათობას, მაგრამ ერთი რამ ვიცით ცხადად, რომ ის ღირებულებითი ხაზი, რაც არჩეული აქვს საქართველოს პრეზიდენტს, ამ ინსტიტუციის დაცვისა და გაძლიერებისთვის, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და გაძლიერებისთვის, ეს იქნება შეუქცევადი,“ – აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

banner
წინა სტატიაშიშეტევა სიტყვის თავისუფლებასა და მედია პლურალიზმზე – ოპოზიციური პარტიების მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებას
შემდეგი სტატიახალვაში პრეზიდენტს: “რატომ თვლი თუ მიშა არ არის პატრონი რუსთავი 2ის, ესე იგი ის გაჩერებულია”