“დაინტერესდით “რუსთავი 2″-ის საკუთრების უფლებით”-დავით დვალი პრეზიდენტს მიმართავს

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილმა დამფუძნებელი დავით დვალი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და გიორგი მარგველაშვილს საკუთრების უფლებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. განცხადება დვალმა, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “იმედის დროში” საუბრისას გააკეთა.

“პრეზიდენტი კონსტიტუციის გარანტია. კონსტიტუციაში საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა დევს. როგორ შეიძლება, პრეზიდენტი აქცენტს აკეთებდეს მხოლოდ სიტყვის თავისუფლებაზე და არა საკუთრების უფლებაზე? მივმართავ პრეზიდენტს, დაინტერესდეს საკუთრების უფლებით”, – ეს განცხადება დავით დვალმა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით კი, მან არ იცის ვინ არის “რუსთავი 2-ის სამართლებრივი მფლობელი, არც ის ვინ არის პოლიტიკური მფლობელი, თუმცა მარგველაშვილი ამბობს, რომ “რუსთავი 2-ის, იმედის, მაესტროს, კავკასიის და ყველა ტელეკომპანიის პროდუქტის მფლობელი არის საზოგადოება”.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს კი სტრასბურგის სასამართლომ, “რუსთავი 2”-ის მიმართვის საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

banner
წინა სტატიაშიხალვაში პრეზიდენტს: “რატომ თვლი თუ მიშა არ არის პატრონი რუსთავი 2ის, ესე იგი ის გაჩერებულია”
შემდეგი სტატიაივანივშვილმა თითქმის წაიღო “რუსთავი 2” , მაგრამ თავის ოლიგარქიული აპარატით უკანასკნელ მოსახვევში მოსრიალდა-ნიკა მელია