კანადელ მეცნიერებს კონდიციონერების ნაცვლად თოვლის გამოყენების წინადადება აქვთ

4კანადელი მეცნიერების თქმით, ზაფხულში სახლების გასაგრილებლად, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას თოვლი, რომელიც ზამთარში გზების გაწმენდისგან რჩება – სტატია ჟურნალში Clean Technologies and Environmental Policy გამოქვეყნდა.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ კონდიციონერების სისტემა კლიმატ-კონტროლზე, კანადაში მოხმარებული ელექტროენერგიის 17%-ი მოდის, სამომავლოდ ეს ციფრი გაიზრდება.
ახალი ტექნოლოგია, ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ამ ხარჯებს შეამცირებს, ასევე, გადაწყდება გაწმენდილი თოვლის უტილიზაციის პრობლემა.
ხარჯების წინასწარმა დათვლამ აჩვენა, რომ სისტემა ხარჯებს 20 წელში დაფარავს. გარდა ამისა, შემცირდება კლიმატზე ზეწოლა, ასევე, ფეონების და სხვა მავნე გაზების გამოყოფა, რომელიც ელექტროენერგიის წარმოებისას იქმნება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბუსერიძე: ვაზისუბანში მომხდარ ინციდენტში ჩემი შტაბის არც ერთი წევრი არ მონაწილეობდა
შემდეგი სტატიალევან ვარშალომიძე: ვაგრძელებთ ბრძოლას მეორე ტურში და ვიბრძვით გამარჯვებისთვის