ირაკლი აბუსერიძე: ვაზისუბანში მომხდარ ინციდენტში ჩემი შტაბის არც ერთი წევრი არ მონაწილეობდა

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოდის მძაფრსიუჟეტიანი ფილების დადგმა და ჯობია, სერიალებზე იმუშაონ. 30-მა კაცმა, რომ ორი ადამიანი სცემოს, არამგონია, მეორე დღეს გამოვიდნენ და პრესკონფერენციები მართონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ ვაზისუბანში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ირაკლი აბუსერიძემ აღნიშნა, ინციდენტში შტაბის არც ერთი წევრი არ მონაწილეობდა.

“ჩემს შტაბში ვიმყოფებოდით, გავიგეთ რაღაც ყვირილი და როცა გარეთ გამოვედით, ადგილზე მობილიზებული იყო დაცვის პოლიცია. გოგა ონიანმა განაცხადა, რომ მაღაზია იყო 100 მეტრით დაშორებული, ეს არის მორიგი სიცრუე. პირველ სართულზე არის მაღაზია, აფთიაქი, მეორეზე კი ჩემი შტაბი, სადაც ბანერი და „ქართული ოცნების“ ლოგოა გამოკრული. მარკეტის თანამშრომლებიც აცხადებენ, რომ ეს პირები იყვნენ ნასვამები და გამორჩეული, გამოსვლის შემდგომ ჯერ ერთ მოქალაქეს მიაყენეს შეურაცხყოფა, შემდეგ მანქანა დაუზიანეს. ჩვენ რომ გამოვედით, ინციდენტი ამოწურული იყო, რადგან აქ დაცვის პოლიცია იყო უკვე მოსული. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოდის მძაფრსიუჟეტიან ფილმების დადგმა და ჯობია სერიალებზე იმუშაონ. 30-მა კაცმა რომ 2 ადამიანი სცემოს, არამგონია, მეორე დღეს გამოვიდნენ და პრესკონფერენციები მართონ. მათ სურთ დესტაბილიზაციის შეტანა, მაგრამ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მშვიდად გაიმართოს ყველაფერი”, – განაცხადა აბუსერიძემ.

banner
წინა სტატიაშიმზის სისტემაში ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაკანადელ მეცნიერებს კონდიციონერების ნაცვლად თოვლის გამოყენების წინადადება აქვთ