კახა კალაძე : სამარშრუტო ტაქსებში კონდინცირების პრობლემა უნდა იყოს მოგვარებული და ადამიანებს შეეძლოთ კომფორტულად მგზავრობა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 16, 2018 10:57

კახა კალაძე : სამარშრუტო ტაქსებში კონდინცირების პრობლემა უნდა იყოს მოგვარებული და ადამიანებს შეეძლოთ კომფორტულად მგზავრობა

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძეს და სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს მამუკა მუმლაძეს ტრანსპორტში კონდინცირებასთან დაკავშირებით სამარშრუტო ტაქსების მფლობელ კომპანიასთან მოლაპარაკებებს ავალებს.

როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს მერმა განაცხადა, ზაფხულის სეზონი მოახლოვდა და ადამიანებს კომფორტულად უნდა შეეძლოთ მგზავრობა.

„ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, მინდა დავავალო მერის მოადგილე მაია ბითაძეს და, ასევე სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს, გავალებთ, რომ დაიწყოთ მოლაპარაკებები ე.წ ყვითელი მარშრუტკების კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომ ზაფხულში კონდინცირების პრობლემა იყოს მოგვარებული და მერს და მერიას არ დასჭირდეს განმარტებების გაკეთება და მითითებების მიცემა, რომ ადამიანები იყვნენ კომფორტულ გარემოში და კომფორტულად შეეძლოთ მგზავრობა.

ამიტომ გავალებთ, რომ დღესვე დაიწყოთ მოლაპარაკებები კომპანიასთან, რომ ეს პრობლემა არ გახდეს სალაპარაკაო და არ მოგვიწიოს ხელმეორედ ამაზე ყურადღების გამახვილება. არის შესაძლებლობა და ელემენტარულია, რომ მგზავრებმა იმგზავრონ კომფორტულ გარემოში, ამიტომ ეს პრობლემა იქნას მოგვარებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 16, 2018 10:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,598
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics