ჩინური ავიალაინერის პილოტი 10 კმ-ის სიმაღლეზე კინაღამ კაბინიდან გადმოვარდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 16, 2018 11:03

ჩინური ავიალაინერის პილოტი 10 კმ-ის სიმაღლეზე კინაღამ კაბინიდან გადმოვარდა

ჩინურმა ავიალაინერმა А-319 იძულებითი დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც პილოტის კაბინაში გვერდითი სარკე გატყდა თითქმის 10კმ-ის სიმაღლეზე. ამასთანავე, მეორე პილოტი ჰაერის მასამ კინაღამ კაბინიდან გადააგდო, მაგრამ გადარჩა – “ბიბისი” წერს. ეკიპაჟის მეთაურმა ლიუ ჩუნცზიანმა თქვა, რომ შუშა მოულოდნელად გატყდა. საბედნიეროდ მეორე პილოტს უსაფრთხოების ქამარი ეკეთა, რამაც, ფაქტობრივად მისი სიცოცხლე გადაარჩინა. “კაბინაში ყველაფერი ჰაერში იყო, ძალიან ციოდა, დისპეჩერების ხმები მესმოდა რადიოდში, რომლებიც საშინელი ხმაურის გამო კავშირზე გამოვიდნენ, თვითმფრინავი ისე ძლიერ ვიბრირებდა, რომ დეჰერმეტიზაციის გამო სრული ქაოსი იყო” – ამბობს პილოტი.
“არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა, ბორტი სრულმა პანიკამ მოიცვა, სავარძლებზე ჟანგბადის ნიღბები ჩამოცვივდა, რამდენიმე წუთის მანძილზე თვითმფრინავი თავისუფალი ვარდნაში იყო” – ყვება მგზავრი.
როგორც ჩინეთის სამოქალაქო ავიაცია ავრცელებს, მეორე პილოტმა მსუბუქი ტრავმები მიიღო და ის საავადმყოფში მკურნალობას გადის. 119 მგზავრიდან არავინ დაშავებულა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 16, 2018 11:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,229
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics