იუშენკომ დოსტოევკის და რეპინს უკრაინული ცივილიზაციის წარმომადგენლები უწოდა

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ განაცხადა, რომ მწერალი თეოდორ დოსტოევსკი, მხატვარი ილია რეპინი და კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი “უნიკალური უკრაინული ცივილიზაციის” წარმომადგენლები არიან – კიევის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე თქვა.
“მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ლუვრის ქონა და თქმა, რომ რეპინი-რეპა – ეს უკრაინელი მხატვარია, ჩაიკოვსკი კი – ჩაიკა – უკრაინელი კომპოზიტორი. დოსტოევსკი – ეს უკრაინელი მწერალია და ამ სიაში ათასობით გვარი შეიძლება ჩამოითვალოს” – თქვა იუშენკომ და დაამატა, რომ ისინი რუსულენოვანი კულტურის წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ არსით მათი კულტურა ზუსტად უკრაინული ცივილიზაციის ნაწილია.

banner
წინა სტატიაშიN17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა გაიმართა
შემდეგი სტატიარუსეთს ნებისმიერი პრობლემის გადალახვის უნარი აქვს