“ისლამური სახელმწიფოს” ყოფილი ტყვე გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა

6იეზიდი, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” ტყვე იყო, გაეროში კეთილი ნების ელჩად დანიშნეს. წერს ჟურნალი Time.
23 წლის ნადია მირად ბაზი ტახა ტყვეობაგადატანილი ადამიანების ღირსების დაცვის საკითხებზე იმუშავებს.

ნადია მირად ბაზი ტახა “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა 2014 წელს აიყავნეს ტყვედ. ის მამაკაცებისა და მოზარდი ბიჭების მასობრივი მკვლელობების მოწმეა. ისევე, როგორც ბევრი ქალი, ის ტყვეობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო და რამდენჯერმეც გაყიდეს.
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულებათა სამმართველოში აღნიშნეს, რომ გაეროს ისტორიაში პირველად ინიშნება ელჩი, რომელიც ტყვეობაშია ნამყოფი.

მიმდინარე წლის ივნისში გაერომ ერაყისა და სირიის ტერიტორიებზე “ისლამურ სახელმწიფოს” იეზიდების გენოციდში დასდო ბრალი.

banner
წინა სტატიაშიჰოლივუდში უცნობმა ორი ადამიანი მოკლა
შემდეგი სტატიასირიის ქალაქიდან ოპოზიციამ ამერიკელი ჯარისკაცები გაყარა