სირიის ქალაქიდან ოპოზიციამ ამერიკელი ჯარისკაცები გაყარა

2 (2)სირიის თავისუფალი არმიის ჯარისკაცებმა აშშ-ს სპეცრაზმელები ქალაქ ალ-რაიდან გაყარა – ქალაქი თურქეთის საზღვართან მდებარეობს. სირიის თავისუფალმა არმიამ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს შეურაცხმყოფელი სიტყვები უწოდა -წერს The Telegraph-ი.
გავრცელებულ ვიდეოში გადაღებულია FSA, რომლებიც ამერიკელების მანქანის კოლონას, რომელშიც სპეცარზმელები იმყოფებიან, ანტიამერიკულ ლოზუნგებს უყვირიან. “აქ ქრისტიანებისა და ამერიკელების ადგილი არ არის” – ამბობს ერთ-ერთი სირიელი.
მეორე სირიელი მეომარი ამერიკელ ჯარისკაცებს “ღორებს და ძაღლებს” უწოდებს, ასევე ჯვაროსნებს, რომლებიც სირიაში ისლამის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ.
Reuters-ის ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ, 16 სექტემბერს მოხდა.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” ყოფილი ტყვე გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა
შემდეგი სტატიარუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის სასურველი მოდელი აღწერა