ირმა ინაშვილი: ქვეყანას თქვენნაირი ბებერი პოლიტიკური ცხოველები ჭამდნენ ყოველთვის

,,რესპუბლიკელ“ ლევან ბერძენიშვილს სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს ,,პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი.

,,ისტერიკასა და აგონიაში მე კი, არა, თქვენ ხართ, ბატონო ლევან. ჯერ ჩემს ქვეყანას დაანებეთ თავი და მერე მე დაგანებებთ თავს, გპირდებით! და მთავარი- დაამშვიდეთ თქვენი კანდიდატიც, მთელმა საქართველომ იცის, რომ სამარცხვინოდ წააგო… მთელმა საქართველომ იცის, რომ გააყალბეთ ეს არჩევნები… გამოიყენეთ ივანიშვილიც, მთელი მთავრობაც, ჯარიც, აზერბაიჯანულ მოსახლეობას სისხლი გაუშრეთ… თორემ მე ბევრჯერ დავმარცხებულვარ და ამ დამარცხების აღიარება არ გამჭირვებია. მოგებულ ბრძოლას კი, არ დაგითმობთ! ეს კარგად დაიმახსოვრეთ! ჩემს ქვეყანას თქვენნაირი ბებერი პოლიტიკური ცხოველები ჭამდნენ ყოველთვის და ამიტომაც ყოველგვარ ბრძოლას აზრი ეკარგება. მაშინაც კი, როცა გამარჯვებული ხარ… აი, ამის საშუალებას არ მოგცემთ… ქართველი ხალხისთვის ხმისა და არჩევანის წართმევის უფლებას არ მოგცემთ, თორემ მაგ პარლამენტში ყოფნა ჩემთვის რომ დიდი ტვირთი და სასჯელია, ეს წინასწარ ვიცოდი, პატარა ბავშვი არა ვარ”,- წერს ირმა ინაშვილი.

უმრავლესობის დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ირმა ინაშვილს ურჩევს, „რესპუბლიკურ პარტიას“ თავი დაანებოს. ბერძენიშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ინაშვილი ამბობს, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ გააუქმებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: 21-ე საუკუნეში ჩვენ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება უნდა შევათავსოთ და შევახამოთ ერთმანეთთან
შემდეგი სტატია“სრული მასხარაობა და ჭორაობაა, რასაც ამ შენობაში ახორციელებენ”-რომეო საჯაიას დაკითხვა დასრულდა