“სრული მასხარაობა და ჭორაობაა, რასაც ამ შენობაში ახორციელებენ”-რომეო საჯაიას დაკითხვა დასრულდა

ადვოკატი რომეო საჯაია რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ მოდულის შენობიდან გამოვიდა. საჯაიას თქმით, სუს-ის გამომძიებლები ფარული ჩანაწერის შინაარსის და მასში დასახელებული ადამიანების ვინაობით დაინტერესდნენ. ამასთანავე საჯაია აცხადებს, რომ მის მიერ დასმულ შეკითხვაზე ჩანაწერების მოპოვების კანონიერებასთან დაკავშირებით, მან უწყებისგან პასუხი ვერ მიიღო.

„სრული მასხარაობა და ჭორაობაა, რასაც ამ შენობაში ახორციელებენ. რაიმე კონკრეტული და ფაქტებზე დამყარებული არანაირი მოქმედება არ ყოფილა. არანაირი დოკუმენტი არ გააჩნიათ. მე მოვითხოვე რამე ბრძანება ან განჩინება თუ ქონდათ სასამართლოსი, რის საფუძველზე უსმენენ ამ ადამიანებს და საიდან მოიტანეს ეს ჩანაწერები. მოვითხოვე არის თუ არა დადასტურებული ავთენტურობა. ამ კითხვებზე პასუხი არ გააჩნიათ. მე მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ ეს არის დიდი ნაწილი დამონტაჟებული და არ არის ავთენტური, სიტყვები არის გადატანილი, სრული ფაბრიკაციაა და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ადამიანები გააჩერონ და შეაშინონ, რათა არ მივიდნენ რუსთავი 2-ის და თავისუფალი სიტყვის დასაცავად.“- განაცხადა რომეო საჯაიამ.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ქვეყანას თქვენნაირი ბებერი პოლიტიკური ცხოველები ჭამდნენ ყოველთვის
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილის და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა დაიწყო