ირმა ჭკადუას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობა სურს. ის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ჭკადუას თქმით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, დავით ასათიანის სახით, მემკვიდრის დატოვებას გეგმავს და ამიტომ, სიტუაციის შესაცვლელად, ჭკადუამ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა – “მე ვარ ქალი, მე უნდა მომცენ ხმა და ადვოკატთა ასოციაციაში კაცების მმართველობა დასრულდეს” აცხადებს ჭკადუა.
შეგახსენებთ, რომ პარალელურად ჭკადუა საპროკურორო საბჭოს წევრია. მის გარდა კი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის დავით ლანჩავა, დავით ასათიანი, დავით ებრალიძე და ლევან ჯანაშია იბრძვიან.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები შაბათს, 9 დეკემბერს, სპორტის სასახლეში გაიმართება.