ირაკლი შოთაძე: პრიორიტეტი იქნება ეჭვების გაბათილება, რომ დევნა პოლიტიკური ნიშნით ხდება“

ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა ფორმით დაისვა ეჭვები, საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში პოლიტიკური გავლენის არსებობის შესახებ.

როგორც მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ ფრაქცია “თავისუფალ დემორატებთან” შეხვედრისას განაცხადა, ეჭვები გაჩნდა გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები ვისზეც საქმეები აღიძრა ერთი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები არიან.

„მთელ ჩემს ძალიხსმევას მივმართავ იქითკენ, რომ აღვადგინოთ ე.წ. სამართლიანობა. ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურას დღემდე დიდი სამუშაო აქვს გაწეული, რაც გამოიხატა სხვადასხვა კატეგორიების დანაშაულებებზე სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემით, რომელთა მიმართ ნაწილზე გამამტყუვნებელი განაჩენებია უკვე დამგარი, ნაწილზე ახლაც მიმდინარეობს სამართლწარმოება. ამ საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა ფორმით დაისვა ეჭვები საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში, პოლიტიკური გავლენის არსებობის შესახებ, ვინაიდან ეს ადამიანები ვისზეც მე ვსაუბრობ ერთი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები არიან. შესაბამისად, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ასევე ამ ეჭვების გაბათილება, რომ აქ რეალურად არ ხორციელდება არანაირი სისხლისამართლებრივი დევნა, არანაირი პოლიტიკური ნიშნით. არამედ აქ ადგილი აქვს წლების განმავლობაში მოქალაქეთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებებზე რეაგირებას, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაც არის სწორედ საქართველოს პროკურატურის ვალდებულება. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ეს ვალდებულება პროფესიონალურ დონეზე შევასრულოთ. მიუხედავად ამ ეჭვებისა რომ ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა გაგრძელდეს და მეტიც, უნდა გაძლიერდეს. ამ მიმართულებით ჩვენ ყველამ ერთად მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ, რომ აღვადგინოთ ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებები“, – განაცხადა შოთაძემ.

banner
წინა სტატიაში“წამების ამსახველ კადრებზე შსს-მ მიმართა უკრაინას, თუმცა, ჯერ-ჯერობით პასუხი არ მიგვიღია”
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: კადრების გარკვეული მოძრაობა, გადინება-შემოდინება ბუნებრივი პროცესია