დავით ნარმანია: კადრების გარკვეული მოძრაობა, გადინება-შემოდინება ბუნებრივი პროცესია

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, საჯარო სექტორში სტაბილურობა მნიშვნელოვანია, თუმცა საკადრო ცვლილებები ბუნებრივი პროცესია.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონმდებლობით გათვალისწინებულია კონკურსებისა და ატესტაციების ჩატარება, რის გამოც გარკვეული კატეგორიის ადამიანები სამსახურს ტოვებენ, ან ერთი პოზიციიდან სხვა პოზიციაზე გადადიან.

„საჯარო სექტორში სტაბილურობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია კონკურსების ჩატარება, ატესტაცია, ეს ბუნებრივი პროცესია. გარკვეული კატეგორიის ადამიანები ტოვებენ სამსახურს, ან შეიძლება ერთი პოზიციიდან სხვა პოზიციაზე გადაინაცვლონ. მერიის სისტემაშიც არის რა საკვირველია კადრების გარკვეული მოძრაობა, გადინება-შემოდინება და ეს ბუნებრივი პროცესია“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერი ვერ აკონკრეტებს, თუ რამდენი ადამიანი გათავისუფლდა მისი უწყებიდან.

„რომ მცოდნოდა ამას მკითხავდით, ზუსტ ციფრს გეტყოდით. დავაზუსტებ და მოგვიანებით შეგატყობინებთ“, – აღნიშნა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე: პრიორიტეტი იქნება ეჭვების გაბათილება, რომ დევნა პოლიტიკური ნიშნით ხდება“
შემდეგი სტატიაიოჰანეს ჰანი: ეს არის მტერი, რომელიც ჩვენი ცხოვრების წესს ემუქრება