საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი აბესაძე საკრებულოს დეპუტატებს ნარმანიას გადაყენების მოთხოვნის დაყენებას სთხოვს.
როგორც ირაკლი აბესაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, დავით ნარმანია არის იმ უწყების ხელმძღვანელი, სადაც კორუფცია ყვავის.
„ბატონო დავით, ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მიზეზი არსებობდა, რომ თქვენთვის უნდობლობა გამოგვეცხადებინა. თქვენ ხართ თბილისის მერი, რომელმაც მინისტრობის განმავლობაში შეაჩერეთ შემოვლითი რკინიგზის პროექტი და სხვა. თქვენ ხართ იმ უწყების ხელმძღვანელი, სადაც კორუფცია ყვავის, სადაც ყველაფერს აკეთებთ, რათა ივანიშვილის ინტერესები დაკმაყოფილდეს. სუს-ის პირდაპირი მმართველობა მერიაში, კონკურსში ჩაჭრილი ნათესავების დასაქმება. მაგრამ ამ ყველაფერში თქვენ გადაწყვეტილებას არ იღებდით. მათ შორის არც გადადგომის შესახებ. ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ვინც კმაყოფილია თქვენი მერობით. აგერ მე თქვენ მაინც მოგმართავთ გადადგომის მოთხოვნით. მე მაინც შეგახსენებთ თქვენს გამონათქვამებს. მე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს შემოგვიერთდნენ”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
სევდია უგრეხელიძემ ნარმანიას თმენის ვალდებულება შეახსენა და განმარტა, რას ნიშნავს თმენის ვალდებულება.