გიორგი ალიბეგაშვილი – საკრებულოს უმრავლესობაში დავით ნარმანიას გადადგომის საკითხი არ განიხილება

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ საკრებულოს სხდომაზე დედაქალქის მერის დავით ნარმანიას მოსმენა კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა გაიმართოს.

როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, საკრებულოს უმრავლესობაში დავით ნარმანიას გადადგომის საკითხი არ განიხილება.

„დღევანდელი სხდომა უნდა გაიმართოს მაქსიმალურად კონსტრუქციულ და საქმიან რეჟიმში, ამაში ჩვენი ოპონენტებიც უნდა იყვნენ დაინტერესებული, რათა არანაირი პროვოკაცია არ მოხდეს. რაც შეეხება მერის საკითხს მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობაში მერის გადადგომის საკითხი არ განიხილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვართ ერთი გუნდი და აქედან გამომდინარე ერთად უნდა დავძლიოთ ის პრობლემები და სიძნელეები, რაც დედაქალაქის წინაშე დგას”, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროსაბჭო თურქეტს პუტჩის გამოძიებაში დაეხმარება
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე საკრებულოს დეპუტატებს მიმართავს, ნარმანიას გადაყენების მოთხოვნის საკითხი დააყენონ