პოლონელმა მინისტრმა გერმანია ეგოიზმში დაადანაშაულა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკმა გერმანიას ზედმეტად ეგოისტური პოლიტიკის გატარებაში დასდო ბრალი. “ჩვენ გარკვეულწილად საკუთარი მიზნების რეალიზაციის მცდელობას ვხედავთ. ცხადია, ყველა ქვეყანას აქვს ამის უფლება, თუმცა, ზოგიერთ საკითხებში, ჩვენ გარკვეული კომპრომისის მოლოდინი გვაქვს” – განაცხადა მინისტრმა ვარშავაში ანგელა მერკელის ვიზიტის წინ – გერმანული dpa ავრცელებს.

მან, ასევე, გააკრიტიკა გერმანიის სკეპტიციზმი აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ჯარებთან დააკვშირებით. ვაშიკოვსკმა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც ივლისში ნატოს ვარშავას სამიტის დაწყებამდე ალიანსს “იაარღის ჟღარუნში” დასდო ბრალი.
“ევროპაში ყველას არ შეუძლია იმ პოლიტიკის გატარება, რასაც გერმანია სთავაზობს. ბევრ ქვეყანას, მათ შორის პოლონეთს ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ” – განაცხადა მინისტრმა პოლონეთის საემიგრაციო პოლიტიკის კომენტარებისას.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე საკრებულოს დეპუტატებს მიმართავს, ნარმანიას გადაყენების მოთხოვნის საკითხი დააყენონ
შემდეგი სტატიავთხოვ ყველას, იყვნენ კონსტრუქციული, რადგან სამომავლოდ ერთად ვაპირებთ მუშაობს