ქართული ოცნების წევრები მიიჩნევენ, რომ ვარდების რევოლუციის დროს შს მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა საქართველოს საფრთხე არ შეუქმნა. კობა ნარჩემაშვილის მაჟორიტარად წარდგენას საპარლამენტო უმრავლესობაში მიესალმებიან.
„ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როდესაც ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუცია ხდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა, ძალიან ადეკვატური პოზიცია დაიკავა და ქვეყანას ხიფათი არ შეუქმნა,“- განაცხადა გოგლა ჟვანიამ.