“ნარჩემაშვილის მიმართ როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური რადიკალური შეფასებები საფუძველს მოკლებულია”

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

გია ხუხაშვილის განცხადებით, საგურამოში ხელისუფლება ეცადა მომავალზე ორიენტირებული სახეები წარედგინა, თუმცა ამ ლოგიკით ექსპერტისთვის გაუგებარია, რატომ მოიქცა მმართველი გუნდი ურთიერთსაწინააღმდეგოდ მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენისას, რომელთა შორისაც შევარნაძის ხელისუფლების დროინდელი მაღალჩინოსანიც მოხვდა.

“ხელისუფლება პარადოქსულად და ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოიქცა. რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადა, რომ, ახალგაზრდობაზე, პროგრესზე და უცხოეთში განათლებაზე არიან ორიენტირებული და წარმოგივიდგინა მაჟორიტარები, რომლებიც აბსოლუტურად ამის საპირისპირო მახასიათებლებით არიან ცნობილნი. გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში ამომრჩეველს უთხრა, რომ “ქართული ოცნება” ახალგაზრდობაზე, პროგრესზე და უცხოეთში განათლებაზე დებს ფსონს, თუმცა გუშინ წარადგინა მაჟორიტარები, რომლებიც აბსოლუტურად ამის საპირისპირო გზავნილს უშვებენ საზოგადოებაში”,- განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება შს ყოფილი მინისტრის კობა ნარჩემაშვილის ფაქტორს, ხუხაშვილის თქმით, მის მიმართ როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური რადიკალური შეფასებები საფუძველს მოკლებულია.

”ნარჩემაშვილი „ვარდების რევოლუციის“ დროს იყო უბრალოდ სტატუსი პოლიტიკური პროცესის, მასზე არაფერი იყო დამოკიდებული. არ ჰქონდა არანაირი წონა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კვირიკაშვილი შეგნებულად ცდილობს ზედმეტად შეამკოს კობა ნარჩემაშვილი, რაც ნამდვილად უსაფძვლოა. მეორე მხრივ, დემონიზაციაც არ არის სწორი, რადგან ის არ იყო სისტემის შემოქმედი”- თქვა ექსპერტმა.

ხუხაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” ახალ სახეებს დებატებში ძალიან გაუჭირდებათ. ექსპერტი თვლის, რომ ახალი სახეების ცნობადობაზე აქამდე უნდა ემუშავათ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას მოკლული რომან სურმანიძის მამა – “სახლში ჩიტის თოფიც არ გვქონია არათუ ავტომატი”
შემდეგი სტატიაგოგლა ჟვანია: რევოლუციის დროს კობა ნარჩემაშვილმა ქვეყანას ხიფათი არ შეუქმნა