გოგა ონიანი ისნის რაიონის გამგებლის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

სასწრაფოდ დაიკითხოს ირმა ინაშვილი მის დღევანდელ დანაშაულის შემცველ განცხადებასთან დაკავშირებით

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გოგა ონიანი ქალაქ თბილისის საკრებულოსა და მერიას, ისნის რაიონის გამგებლის საქმიანობით დაინტერესებას სთხოვს.

„ისნის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი, გასულ წელს, მხოლოდ საკუთარი რომფორტის მოწყობიტ იყო დაკავებული, როცა 5 000 ლარს ტელევიზორისა და მაცივრის შეძენაში ხარჯავდა. თუმცა, ამის პარალელურად, დახმარებაზე უარს ეუბნებოდა ყველაზე შეჭივრებულ მოქალაქეებს. მას გაუხარჯავი დარჩა 50 000 ლარი, მაშინ როცა 1 633 ადამიანს უარი უთხრა როგორც ერთჯერად ფინანსურ, ასევე მედიკამნეტურ დახმარებაზე.

აღსანიშნავი და საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ისნის რაიონის გამგეობამ 10 ათასობით ლარი გამოყო ერთერთი სპორტული ღონისძიების ჩასატარებლად, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ღონისძიებების ორგანოზებისთვის თბილისის მერიაში სპეციალური სამსახური არსებობს, რომლის განკარგულებაშიც მილიონზე მეტი ლარია.

ჩვენ მივმართავთ ქალაქ თბილისის მერიასა და საკრებულოს დაინტერესდნენ ისნის გამგებლის საქმიანობით. მზად ვართ მათ გადავცეთ შესაბამისი დოკუმენტაციაც.

თუ საკრებულოს არ ექნება შესაბამისი რეაგირება, პროკურატურისგან მოვითხოვთ მითვისება-გაფლანგვის მუხლით გამოძიება დაიწყოს.“- აცხადებს გოგა ონიანი.

banner
წინა სტატიაში2016 წლის 1 იანვირდან 15 იანვრის ჩათვლით მომხდარი დანაშაულების სტატისტიკა
შემდეგი სტატიააშშ ირანის მიმართ ახალ სანქციებს აწესებს რაკეტების გამოცდის გამო