2016 წლის 1 იანვირდან 15 იანვრის ჩათვლით მომხდარი დანაშაულების სტატისტიკა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 18, 2016 12:37

2016 წლის 1 იანვირდან 15 იანვრის ჩათვლით მომხდარი დანაშაულების სტატისტიკა

minas“ერთიანი ნაციონალური მოძრაობაის“ პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს 2016 წლის 1 იანვირდან 15 იანვრის ჩათვლით მომხდარი დანაშაულების სტატისტიკა გააცნო და ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობის გაუარესების მიზეზებზე ისაუბრა.

„მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ საპარლამენტო სიის დაკომპლექტებაზე ფიქრობს, როცა საახალწლო მიღების შემდეგ ნეტარი სახით აკეთებენ კომენტარებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, სამწუხაროდ ყოველდღიურობა განსხვავებულია და ის სახიფათო ხდება. საზოგადოება ყოველდღიურად ძალიან მძიმე დანაშაულების მოწმე ხდება.

2016 წლის 1 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით მომხდარი დანაშაულების მოკლე სტატისტიკას მოგიყვანთ, რომელიც მედიით გავრცელდა და რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 3 ყაჩაღობა, 4 მკვლელობა, 2 მკვლელობის მცდელობა, 2 ქურდობა და ერთი დაცხრილვა მოხდა.

2/01-2016 – ბენზინგასამართ „გალფის“ ყაჩაღობა ოზურგეთში.
3/01-2016 – გაზგასამართ „პრომეთეს“ ყაჩაღობა ოზურგეთში.
4/01-2016 – თინათინ მაღალაშვილის მოდების სახლის ქურდობა.
7/01-2016 – ა/მანქანის დაცხრილვა თბილისში ჩიქოვანის ქუჩაზე.
7/01-2016 – ორი მამაკაცის მკვლელობა ნატახტართან.
8/01-2016 – მკვლელობის მცდელობა თბილისში.
13//01-2016- მამაკაცის დაჭრა იარაღით აბაშიძეს 39-თან თბილისში.
14/01-2016 – ივერიის ღვთისმშობლის მონასტრის ქურდობა ლანჩხუთში.
14/01-2016 – საშაურმეს ყაჩაღობა თბილისში.
14/01-2016 – 35 წლის მამაკაცის მკვლელობა ახმეტაში.
15/01-2016 – პროკურორის მკვლელობის მცდელობა ფოთში.

ამ მდგომარეობას რამდენიმე მიზეზი აქვს:

1- დღეის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტებისა და რეგიონული სამმართველოს უფროსები კადრების განყოფილებაში არიან გადაყვანილები, რადგან კლანებს შორის ადგილების გადანაწილება ხდება. პრემიერის შეცვლის მერე შეიცვალა აღმასრულებელ მთავრობაში ინტერესთა ჯგუფებიც და ახლა ღარიბაშვილის გუნდიდან მეტი ადამიანის გარიყვისთვის მიდის ბრძოლა.

2- „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ დაიწყო მოლაპრაკება კრიმინალურ ჯგუფებთან, რათა მათი მეშვეობით მოიპოვოს ხმები 2016 წლის არჩევნებში. ამის სანაცვლოდ მათ გარკვეული პრივილეგიები აქვთ. ამის მაგალითები საქართველომ 2012 წლის შემდეგ ბევრი ნახა. იგივე რემენას, აჭარის კრიმინალურ ავტორიტეტ მინდია გორაძეს მაგალითზე.

3- სამართალდამცავი ორგანოების გამოყენება ხდება არა დანაშაულის წინაარმდეგ ბრძოლისთვის, არამედ პოლიტიკური საქმიანობისთვის. მათი რესურსი მიმარტულია პოლიტიკური ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ.

ფაქტი, რომ 1993 წლის შემდეგ პირველად მოხდა პროკურორის მკვლელობა, ადასტურებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლება ჩამოშლილია და სერიოზულ ზიანს აყენებს მოქალაქეეების უსაფრთხოებას. ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან 2016 წელს მათი წასვლაა“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 18, 2016 12:37

Google სტატისტიკა


12,796
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics