აშშ ირანის მიმართ ახალ სანქციებს აწესებს რაკეტების გამოცდის გამო

13აშშ-მ ირანის კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდეგ, ბალისტიკური რაკეტის გამოცდის გამო, ახალი სანქციები შემოიღო.
ირანმა საშუალო მანძილის ახალი რაკეტები გაეროს 2015 წლის რეზოლუციის დარღვევით ჩაატარა.
ახალი სანქციები 11 კომპანიას და მოქალაქეს აშშ-ს საბანკო მომსახურებაზე წვდომას უზღუდავს.

გუშინ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ თეირანის მიერ ყველა პირობის შესრულების შესახებ გამოაცხადა, რაც ატომურ პროგრამას უკავშირდებოდა. აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ირანთან მიღწეულ შეთანხმებას მიესალმა. “ეს კარგი დღეა, რადგანაც ისევ ვხედავთ, რომ საერთაშორისო დილპომატია ისევ მუშაობს” – განაცხადა ობამამ.

“ირანს, შეთანხმების დამსახურებით, აღარ შეუძლია ატომური ბომბის წარმოება” – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგოგა ონიანი ისნის რაიონის გამგებლის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს
შემდეგი სტატიაირანი Airbus-ის 114 თვითმფრონავს შეუკვეთავს