„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე პროკურატურაში იმყოფება. თარგამაძემ საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. პოლიტიკოსის თქმით, მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან მიმართებით გამოძიებამ მოქმედებები დაასრულა და იგი უწყებაში მასალების საბოლოოდ გადასცნობად დაიბარეს:
“პროკურარურამ დაასრულა ჩემ საქმეზე გამოძიება. მათ შემომთავაზეს, რომ საბოლოოდ გავეცნო მასალებს, რომლებსაც ხვალ გადასცემენ სასამართლოს. წინასასამართლო სხდომა არის დანიშნული 3 ივლისს. მე მაინტერესებს ჩემი ბოლო მოთხოვნა დაკმაყოფილდა თუ არა და წაეყენა თუ არა ბრალი საქმეში უტყურად მონაწილე მეორე პირს – დიმიტრი აბრამიშვილს. ძირითადი ჩემი ინტერესის საგანი არის ეს,” – განაცხადა გივი თარგამაძემ.