გივი თარგამაძე თბილსის პროკურატურაში იმყოფება

„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე პროკურატურაში იმყოფება. თარგამაძემ საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. პოლიტიკოსის თქმით, მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან მიმართებით გამოძიებამ მოქმედებები დაასრულა და იგი უწყებაში მასალების საბოლოოდ გადასცნობად დაიბარეს:

“პროკურარურამ დაასრულა ჩემ საქმეზე გამოძიება. მათ შემომთავაზეს, რომ საბოლოოდ გავეცნო მასალებს, რომლებსაც ხვალ გადასცემენ სასამართლოს. წინასასამართლო სხდომა არის დანიშნული 3 ივლისს. მე მაინტერესებს ჩემი ბოლო მოთხოვნა დაკმაყოფილდა თუ არა და წაეყენა თუ არა ბრალი საქმეში უტყურად მონაწილე მეორე პირს – დიმიტრი აბრამიშვილს. ძირითადი ჩემი ინტერესის საგანი არის ეს,” – განაცხადა გივი თარგამაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით როსტომაშვილზე თავდასხმა – შსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაევროპაში ორმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა