ევროპაში ორმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა

ევროპული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, კონტინენტის ორ მოსაზღვრე ქვეყანაში, იტალიასა და საბერძნეთში, ვერტმფრენებმა კატასტროფა განიცადეს.
გავრცელებული ინფორმაციით 23 ივნისს, საბერძნეთში, ათენის დასავლეთით, კერძო კომპანიის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც ადგილობრივი ხეხილის ბაღების შხამ-ქიმიკატებით შეწამვლას ახდენდა, ჭაობიან ადგილზე ჩამოვარდა.
კატასტროფის შედეგად დაიღუპა ვერტმფრენში მჯდომი 2 ადამიანი და მძიმედ დაშავდა – 1.
რაც შეეხება იტალიას, აქ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმდინარე სამხედრო სწავლების დროს ცეცხლი გაუჩნდა ჰაერში მყოფ პოლონეთის სამხედრო ძალების ვერტმფრენს, სადაც 5 პოლონელი და 1 ფრანგი სამხედრო მოსამსახურე იჯდა. გავრცელებული ინფორმაციით, პილოტმა ალმოდებული ვერტმფრენის დროულად დასმა მოახერხა, რის გამოც იქ მსხდომებმა უვნებლად დატოვეს ვერტმფრენი, რომელიც მთლიანად დაიწვა.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე თბილსის პროკურატურაში იმყოფება
შემდეგი სტატიამსოფლიოს ყველაზე ძვირიანი ქალაქი აფრიკის კონტინეტზეა, თბილისი -204-ე ადგილზე.