გიორგი პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ლონდონში გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ლორდ დევიდ ნიუბერგერს შეხვდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. გიორგი პაპუაშვილმა და ლორდ დევიდ ნიუბერგერმა ისაუბრეს სამომავლოდ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.
“ეს გიორგი პაპუაშვილის პირველი სამუშაო ვიზიტია დიდ ბრიტანეთში, სადაც დევიდ ნიუბერგერის გარდა შეხვედრები დაგეგმილია გაერთიანებული სამეფოს ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლუსა და საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ მაიკლ ტათჰამთან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ბარამიძე – ინკვიზიციური საპროცესო კოდექსი სისტემურად ახალი კოდექსით შევცვალეთ
შემდეგი სტატიასტამბულის მთავრობა მეტროში აფეთქების მიზეზებს ადგენს