სტამბულის მთავრობა მეტროში აფეთქების მიზეზებს ადგენს

სტამბულის მეტროს გადასასვლელში ხელთნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა – ამის შესახებ ბაირამპაშას რაიონის ადმინიტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც სტამბულის ევროპულ ნაწილშია განთავსებული.

ატილა აიდიენრის თქმით, საღამოს პიკის საათზე მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთმა ადამიანმა მიიღო დაზიანება.

სტამბულის გუბერნატორის განცხადებით, აფეთქების მიზეზები დადგენის პროცესშია – წერს ბიბისი.

“ბაირამფაშას” მეტროსადგური ჯერჯერობით დაკეტილია.
ერთ-ერთი თურქული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქდა ტრანსფორმატორი. მეორე ტელეარხი კი ბომბის აფეთქების ვერსიაზე საუბრობს.
ადგილზე მობილიზებული არიან ძალოვანი სტრუქტურები.
დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატიალონდონში ბიბისის შტაბ-ბინა ბომბის შესახებ შეტყობინების გამო ევაკუირებულია